კალაძის ბრძანება - მიწასთან გასწორებული მომავალი

გამოქვეყნდა:

ცემა, ძალადობა, უხეში ძალის გამოყენებით დაკავებები, არ დაინდეს ორსული გოგონაც და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რის გამოც ქალი შეუძლოდ გახდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ დრომდე საავადმყოფოშია.

ხმაური აფრიკის დასახლებაში მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ საპატრულო პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობის თანხლებით მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. 

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ქალაქის მერის განკარგულების აღსრულება და საცხოვრებელი სახლების ნგრევა დაიწყო. ადგილობრივები ცდილობდნენ საკუთარი სახლები დაეცვათ, თუმცა ამის უფლება ძალოვანებმა არ მისცეს. 

მოსახლეობა, ვისაც დღეს სახლები დაუნგრიეს ამ გადაწყვეტილების შესახებ არავის გაუფრთხილებია. 

წინასაარჩევნოდ მერისგანაც და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატისგან, სოზარ სუბარისგან მათ პირობა მიიღეს რომ პრობლემებს მოუგვარებდნენ და მიწებს დაუკანონებდნენ. არჩევნების შემდეგ კი პირობა დაივიწყეს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლები დაუნგრიეს. 

დღეს ადგილზე აღარც მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი გამოჩენილა. რომელიც არჩევნებამდე აქ ხშირად დადიოდა და ხმების სანაცვლოდ დაპირებებს გასცემდა. ახლა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი დანაპირებს ვეღარ იხსენებს. 

ნგრევის ზონაში არც თბილისის მერი მისულა. კახი კალაძემ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს მხოლოდ დისტანციურად უპასუხა და საკუთარი გადაწყვეტილების გამართლება სცადა. 

სულ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 10- ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაანგრია და ამდენივე ოჯახი პანდემიის პირობებში წინასაახალწლოდ უსახლკაროდ დატოვა.

აფრიკის დასახლებაში მიმნდინარე სახლების ნგრევის პროცესში დაკავებული 12 მოქალაქიდან ამ დროისთვის 11 თავისუფალია, ერთი კი პატიმრობაში რჩება

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი