ფასები იზრდება, ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა - ოპოზიცია ანტიკრიზისული გეგმის საჭიროებაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ხვალიდან ქვეყანაში პირველადი მოხმარების ნივთებსა და პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. ამის მიზეზი კი, ეროვნული ვალუტის კატასტროფული ვარდნა  და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისია. 

ბიზნესის წარმომადგენლები მილიონობით ზარალსა და გაუსაძლის ვითარებაზე საუბრობენ. 

გასაგებია, რომ აქ არის მსოფლიო კრიზისი, მაგრამ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც ჰყავს ეკონომიკური გუნდი, რომელიც ეროვნულ ბანკთან ერთად სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს და გამოსავალი ნახოს. ბიზნესს თავისი პასუხისმგებლობა აღებული აქვს, ბიზნესმა პირველადი მოხმარების პროდუქტი ვისაც შემოაქვს პირობა მისცა და პირნათლად ასრულებს ამ ყველაფერს, მაგრამ ამას უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაუძლებს დღევანდელი კურსის პირობაში. ფასები რომც გააძვირონ დღევანდელი კურსიდან, ისეთ ნიშნულზე მივა ფასები, რომ უბრალოდ შეუძლებელი იქნება შემდეგ იმ პროდუქტის რეალიზება იმ ფონზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება,"- განაცხადა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, ივა ჭყონიამ.

ლარი კი, დღეს დილიდან დრამატულად უფასურდება. ამ დროის მონაცემებით 1 დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში 3 ლარი და 60 თეთრია. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი