ე.წ. კომენდანტის საათის დროს განათებები ჩაქრება, ნაძვის ხე - არა 

გამოქვეყნდა:

კომენდანტის საათის დროს, საღამოს ცხრა საათიდან ქალაქში განათებები ჩაქრება, თუმცა ნაძვის ხე არა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, პარლამენტის წინ, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების შემდე, ჟურნალისტებთან საუბარში თქვა.

მერმა განათებებზე დახარჯულ თანხებზე ისაუბრა:

განათებაზე დახარჯულია დაახლოებით 700 000 ლარი. ეს არის ნაძვის ხის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენა. რაც შეეხება განათებებს, დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან, როცა კომენდანტის საათი დაიწყება, განათებები იქნება ჩამქრალი, ნაძვის ხის გარდა" - ამბობს კალაძე.

თბილისში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებამ დღეს, ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო, მოქალაქეების გარეშე ჩაიარა. კახა კალაძემ ღონისძიება კორონავირუსისთვის ომის გამოცხადებით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი