საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ აუთვისებელი 132 000 ლარიდან 50 000 ბორდის წევრებს საახალწლო საჩუქრად დაურიგა. თანხა 9 წევრზე გადანაწილდა.
როგორც თავად ამბობენ, ანგარიშზე პრემიის სახით დარიცხული ფული ქველმოქმედებას მოხმარდება.
"ჩვენ შეგვეძლო, რომ არ გადაგვეცა და მთლიანად 132 000 თანაბარ ნაწილად გაყოფილიყო 9 წევრზე. ეს თანხა - 50 000 - რომელიც თანაბარ ნაწილად ჩაერიცხება თითოეულ წევრს, იქნება სოციალური პროექტებისთვის გამოყენებული, საქველმოქმედო მიმართულებით. პირველი შემთხვევა არ არის, ჩვენი კუთვნილი ჰონორარების ნაწილია ეს. შარშანაც სოციალური პროექტების მიმართულებით გაომვიყენეთ", - ამბობს ბორდის ერთერთი წევრი, ირინა ფუტკარაძე.
ზაზა აბაშიძეც, რომელიც ასევე 9-წევრიანი ბორდის წარმომადგენელია, ამბობს, რომ "პრემია იურიდიულად გაფორმდა, თორემ სინამდვილეში 1 თეთრი არავის არ მიაქვს" და რომ თანხა საქვემლოქმედო მიზნებს მოხმარდება მხოლოდ.
ცნობისთვის, ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, ბორდის წევრი, გია მურღულიაა.