ბათუმის სტადიონზე, სადაც მხოლოდ 2 მატჩი ჩატარდა, მინდორი უკვე გაფუჭდა 

გამოქვეყნდა:

ბათუმის სტადიონი, რომელიც ოფიციალურად 27 ოქტომბერს, საპრლამენტო არჩევნებამდე რამდენმე დღით ადრე გაიხსნა, უკვე დაზიანებულია

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, მოედანი, რომელზეც ჯერ მხოლოდ 2 მატჩი ჩატარდა, უკვე გაფუჭდა.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც შპს ანაგის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, სტადიონი სრულად შეესაბამება UEFA-ს მოთხოვნებს, მოედანი დაპროექტებულია სადრენაჟო სისტემითა და სანიაღვრე ქსელებით, ასევე მოწყობილია პარკინგი, სკვერები, ბილიკი, მაყურებელთა გადასაადგილებლად ცალკე დამცავი ბარიერები და ლითონის მოაჯირები არის დაყენებული, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ახალაშენებულ მოედანზე ჯერ მხოლოდ 2 თამაში ჩატარდა და სტადიონის მინდორი უკვე გაფუჭდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შემსყიდველი კომპანიის დირექტორმა, ბაქარ ჩიტაიამ, განაცხადა, რომ ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას, თუ რამდენად ვარგისი იქნება ეს მინდვრის საფარი გამოსაყენებლად. ის ხაზს უსვამს, რომ მისთვის მიუღებელია ის მდგომარეობა, რაც სტადიონმა ორი მატჩის გამართვის შემდეგ მიიღო" ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციაში.

ბათუმის სტადიონის მშენებლობა 144 მილიონზე მეტი დაჯდა და მის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი 2017 წელს, შპს ანაგმა მოიგო, ტენდერში სხვა არც არავინ მონაწილეობდა. 

შპს სტადიონსა და შპს ანაგს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2017 წლის 14 დეკემბერს და განისაზღვრა, რომ შპს ანაგი სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ 99,448,408 ლარს მიიღებდა დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 34 თვეში დასრულდებოდა, ანუ 2020 წლის 31 დეკემბერს...

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების თანახმად, ბათუმში ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა 2020 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, მიმწოდებელმა კომპანიამ დროზე ადრე დაასრულა სამუშაოები და როგორც შპს ანაგის ოფიციალური ვებ.გვერიდან ვიგებთ, დასრულების თარიღი 2020 წლის აგვისტოა " ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციაში.

სამშენებლო კომპანია ანაგი მმართველი გუნდის ერთერთი მსხვილი შემწირველია. ის "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" წევრი კომპანიაა.

სწორედ იმ კომპანიებმა, რომელთა სახელიც მმართველ გუნდს და მის დაფინანსებას უკავშირდება, ასციაცია ჩამოაყალიბეს, სადაც 7 კომპანია შედის.

შეგახსენებთ, "ფლანგვის დეტექტორის" დამფუძნებელმა "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმ სქემაზე, რომლითაც ეს კომპანიები მოქმედებენ - ერთმანეთში ინაწილებენ ძვირადღირებულ ტენდერებს, ან უკონკურენტოდ აფორმებენ ხელშეკრულებებს სახელმწიფოსთან. 

ჯამში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა 2012 წლის შემდეგ, ბიუჯეტიდან ტენდერების გზით, 1.1 მილიარდი მიიღეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი