ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს მეორე ინტერვენციის შემდეგაც, როდესაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვიდან 40 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა.
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4576 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, ეროვნული ბანკის თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი ევროს ყიდვა 3.7370 ლარად იქნება შესაძლებელი.
ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ბიზნესმენების თქმით, ყველა ნედლეული ძვირდება და ფასების გაზრდა კიდევ მოსალოდნელია.
რაც შეეხება ხელისუფლების სამოქმედო გეგმას, კომენტარი თბილისის მერმა გააკეთა. კახა კალაძის თქმით,
დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გამოვალთ ამ უმძიმესი ბრძოლიდან. თქვენ არ ინერვიულოთ მაგაზე, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა კალაძემ.