
"ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ, პარლამენტში - მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენაზე - ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ნათი თურნავას, უთხრა, რომ "არ მოასვენებს" და ლობისტი იქნება სამინისტროსა და ბიზნესს შორის.
"მე ვიქნები ერთერთი ლობისტი, რომ ბიზნესმა თქვენთან მაქსიმალურად დაამყაროს კონტაქტი და თან ეფექტიანად. აქამდეც იყო, თუმცა, უფრო გავაძლიეროთ. ასე რომ, კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს, ეს მინდა, წინასწარ მომიტევოთ", - თქვა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა ერთპარტიულ პარლამენტში გრძელდება.
საბოლოოდ, კვირის ბოლომდე მთავრობის ახალი შემადგენლობა ძველი სახეებით პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.