რუსულ მავთულხლართებში მცხოვრები კაცი, რომელიც მცოცავი ოკუპაციის ცოცხალი მსხვერპლია, ახლა მძიმე მდგომარეობაშია - დათა პაპას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ოჯახი კი, დახმარებას უშედეგოდ ითხოვს.
ვანიშვილებს არც მედიკამენტები და საკვები პროდუქტები აქვთ, პენსია კი, რამდენიმე თვეა არ აუღიათ.
"კარგი იქნება, რომ გადმოვიყვანო აქეთ და ჩაუტარდეს მთლიანად გამოკვლევა, რომ რა სჭირს მამაჩემს. მე თვითონ ხომ ვშიშობ, რომ არ დამიჭირონ, მაგრამ იქნებ ნება დამრთონ როგორღაც, რომ ცოტა ხნით მაინც მივხედო მშობლებს. თუ იქნება ყურადღება, რომ გამოკვლევა ჩაუტარდეს სრულყოფილად. მოხუცია, მაგრამ მოხუცსაც ხომ მიხედვა უნდა?", - ამბობს დათა ვანიშვილის შვილი, ნანა ვანიშვილი.
როგორც ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი, ლუდა სალია, ამბობს, დავით ვანიშვილი "წითელმა ჯვარმა" უნდა გადმოიყვანოს.
"უნდა შევიდეს "წითელი ჯვარი", გამოიყვანოს დათა პაპა და მოათავსონ კლინიკაში. კაცს მკურნალობა სჭირდება, კაცი, რომელიც არ ჩაბარდა ცხინვალს და დგას მავთულხლართთან და არ უნდა, რომ იქით წავიდეს ცხინვალის დახმარება მიიღოს. ჩვენ ხომ უნდა დავეხმაროთ? თუნდაც, თქვას ცხინვალი უნდა დამეხმაროსო. ჩვენც ხომ უნდა დავეხმაროთ?!", - ამბობს ლუდა სალია.
შეგახსენებთ, რომ ხურვალელ დათა პაპას ფილტვების ანთება აქვს - 88 წლის მოხუცის დღეები საოკუპაციო ზოლზე