რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო ოკუპაციის კანონისა და კორონაპანდემიის რეგულაციების დარღვევით საქართველოში იმყოფებოდა.
შევჩენკო, რომელიც 2009 წელს ქვეყანაში სწორედ ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს, თავისივე გადაცემაში ამბობს, რომ ახლა, თბილისში მისი ქართველი მეგობარი პოლიტიკოსების დახმარებით, აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
განჯაში ვიყავი და თბილისში მეგობრებს დავურეკე, ვუთხარი რომ ძალიან მინდოდა მათთან ჩახუტება, მაგრამ კოვიდის გამო ვერ გადავდიოდი საზღვარზე, მათ მითხრეს, რა პრობლემაა ახლავე მოვაგვარებთო. მე საქართველოს მთავრობაშიც მყავს მეგობრები, მათაც მითხრეს, მოდი გვიხარია შენი ნახვაო ნახევარ საათში საზღვარზე რაღაცა მოაგვარეს და ასე აღმოვჩნდი საქართველოში" ამბობს კრემლის ერთერთი პროპაგანდისტი.
შევჩენკო კიდევ გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას და კახეთის, სვანეთის და სვეტიცხოვლის მოლოცვას.
საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრობის კანდიდატს არ აქვს პასუხი როგორ და რა ფორმით შემოვიდა შევჩენკო, რომელსაც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული საქართველოში, ხოლო ოპოზიცია ამ ყველაფრის "გავრილიადის" გაგრძელებად აფასებს, რომელიც მათივე თქმით, სწორედ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი მოქმედების შედეგია.