საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა არ იცის როგორ შემოვიდა ქვეყანაში პანდემიის გამო, ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, რეგულაციების გვერდის ავლით რუსი ჟურნალისტი, რომელსაც ოკუპაციის კანონიც დარღვეული აქვს და საქართველოს ოკუპირებლ რეგიონებშია ნამყოფი.
"სამი საათია აქ ვარ, გამოვედი, პირველად მესმის თქვენგან" - ამბობს ზალკალიანი, რომელსაც არ აქვს პასუხი არცერთ კითხვაზე, მათ შორის არც რუსი ჟურნალისტის გავლენებზე, რომელიც მან საქართველოში შემოსასვლელად გამოიყენა და არც ოკუპაციის კანონის დარღვევაზე.
მაქსიმ შევჩენკომ საქართველოში ვიზიტის შესახებ თავისივე გადაცემაში ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანაში აზერბაიჯანიდან, "მეგობარი პოლიტიკოსების" დახმარებით შემოვიდა.