
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ საგარეო ვალის 60%-იანი ნიშნული პრობლემა არ არის და ამ მაჩვენებელს, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ინატრებდა.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ 60%-იანი ნიშნული. საკუთრივ 60% არ არის პრობლემა. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ინატრებდა, რომ იყვნენ ამ მოცულობის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ 7-8 წელიწადში ერთხელ, არის სხვადასხვა ტიპის კრიზისები, არა ამ მასშტაბის, რომელიც, ალბათ, საუკუნის კრიზისია, არამედ სხვადასხვა ტიპის გამოწვევები - ამბობს მაჭავარიანი,
იმის პარალელურად, რომ ამ ციფრში მაჭავარიანი პრობლემას ვერ ხედავს აღიარებს, რომ კანონი სახელმწიფოს ვალის 60%-ზე დაბალ მაჩვენებელს ავალდებულებს.
მაჭავარიანის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ციფრი 55%-ზე დაიყვანონ.