
სავალუტო ჯიხურებიდან დოლარი გაქრა. ვალუტით მოვაჭრეები ამბობენ, რომ ხალხი მხოლოდ უცხოური ვალუტის შესაძენად მიდის, დოლარს კი ლარზე პრაქტიკულად არავინ ცვლის. ჯიხურების მფლობელების თქმით, თუ ასე გაგრძელდება, მათ სავალუტოების დახურვა მოუწევთ, ვინაიდან ორი კვირის განმავლობაში უდიდესი ზარალი ნახეს.
დოლარი ნაკლებად შემოდის...ვუყურებთ სიტუაციას... ძალიან დაძაბულები ვართ, გვეშინია, ყოველთვის ვიცით, რომ კურსი იწევს,"- განაცხადა ერთ-ერთმა ვალუტით მოვაჭრემ.
ბოლო ერთი თვეა ეროვნული ვალუტის ვარდნა დოლართან მიმართებაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს ლარის გაუფასურების პროცესის შესაჩერებლად არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ეროვნულმა ბანკმა კი, რეზერვებიდან უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არც ამან უშველა.