
სვალუტო ბაზარზე პანიკაა – ეროვნული ვალუტა რეკორდული სისწრაფით უფასურდება. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ლარს ეროვნული ბანკის ტრანზაქციამაც არ უშველა.
სავალუტო ჯიხურებში მონაცემები მუდმივად იცვლება. დღევანდელი მონაცემით ერთი დოლარის ყიდვა 3.54 ლარად არის შესაძლებელი.
ეკონომისტები შექმნილ მდგომარეობას აფასებენ და ამბობენ, რომ ბაზარზე თითქმის აღარ არის უცხოური ვალუტა განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც საზღვრები ჩაიკეტა.
ექსპერტების თქმით, ეროვნული ვალუტის დასაბალანსებლად რეზერვების გაყიდვა მდგომარეობას ვერ უზრუნველყოფს, რადგან მიწოდებასა და მოთხოვნას შორის დიდი სხვაობა არსებობს.
ექსპერტები ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ, რომ კერძო ბანკებს სარეზერვო ვალდებულებები შეუმციროს, რომელიც 25 პროცენტს შეადგენს. ეს კი, ეკონომისტების თქმით, ბაზარზე უფრო მეტ დოლარს წარმოშობს.
მათივე თქით, მსხვილ ბიზნეს კომპანიებზე უნდა დაწესდეს გარკვეული კონტროლი და მათ მოეთხოვოთ, რომ მათ მხოლოდ გადაუდებელ აუცილებლობის დროს შეისყიდონ უცხოური ვალუტა. წინააღმდეგ შემთვევაში კი, ექსპრეტები ვარაუდობენ, რომ ბაზარაზე უცხოური ვალუტის დეფიციტი შეიმნას.
თუ ჩვენ ამ სარეზერვო მოთხოვნას გავანულებთ, ნიშნავს, რომ ბანკებს დამატებითი დოლარის რესურსი გაუჩნდება, სად წავა დამატებითი რესურსი, რეალურად გაზრდილია სადისტრიბუციო კომპანიებისგან მოთხოვნა, რომლებმაც უნდა შემოიტანონ ჯანდაცვის სისტემისთვის სხვადასხვა ნედლეული“, – განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.