3 მილიარდ 100 მილიონი დოლარი - ეს იქნება პირველადი შედეგი, რომელიც სავარაუდოდ, ახალი კორონავირუსის კრიზისის გამო, ქართულ ეკონომიკას დააკლდება. კვლევა საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა" გამოაქვეყნა.
შუალედური გაანგარიშებით, ქვეყანა უცხოური ინვესტიციებიდან და გზავნილებიდან 200-200 მილიონს დაკარგავს, ექსპორტიდან 700 მილიონს, ყველაზე მეტი კი 2 მილიარდი ტურიზმიდან დაიკარგება. ეს არის წინასწარი შედეგები, რასაც კორონავირუსის პანდემიიდან მიღებული კრიზისი საქართველოს ეკონომიკას მოუტანს და არის ვარაუდი, რომ ეკონომიკა, ჯამში, 2020 წელს 2.7 %-ით შემცირდება.
უმძიმეს შედეგებს, რომელსაც ქართული ეკონომიკა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად მიიღებს, ხელისუფლებისგან რამდენიმე აუცილებელი და დროული ნაბიჯის გადადგმა ჭირდება. საინვესტიციო კომპანია მთავრობას მოუწოდებს, საქონლის იმპორტი შეამციროს, ეროვნულმა ბანკმა 200 მილიონიდან 400 მილიონამდე ინეტერვენცია განახორციელოს და ხელისუფლებამ კი 1 მილიარდის მობილიზება შეძლოს დონორებიდან.
მძიმე პროგნოზის მიუხედავად, ხელისუფლება ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას საერთოდ არ ჩქარობს. ოპოზიცია კი დღეს ერთი მეორეს მიყოლებით საგანგებო ბრიფინგებს მართავდა და უკვე შექმნილი კრიზისადან მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თხოვდა.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ახლა ეროვნული ვალუტა უნდა გადარჩეს, ამით ფასების ზრდა შეჩერდეს. წინააღმდეგ შეთხვევაში, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სოციალური კრიზისი და შიმშილი გარდაუვალი იქნება.
ივანიშვილის გუნდისგან ახალი კორონავირუსის კრიზისის დაწყების შემდეგ, ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას მოითხოვს მამუკა ხაზარაძის პარტია "ლელო". პოლიტიკური მოძრაობის რეკომენდაციებში 3 მილიარ ლარამდე მოცულობის საგარანტიო ფონდის შექმნა და ლარის გადარჩენის.