3 სახელმწიფო ორგანოსთვის შენობის ქირაობა ქვეყანას 7,3 მილიონ დაუჯდა  

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და სახალხო დამცველის აპარატს საკუთარი შენობები არ გააჩნიათ.

ამ მიზეზით, სახელმწიფოს სამივე უწყების შენობის ქირა 7,3 მილიონი ლარი დაუჯდა.

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ 2016-2018 წლებში შენობის დასაქირავებლად 4.4 მლნ ლარი დახარჯა, სახალხო დამცველის აპარატმა 2018-2019 წლებში 1.6 მლნ, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2016-20 წლებში - 1.2 მლნ.

ამ პირობებში, 2016-18 წლებში სახელმწიფომ 795,305 მ² მიწის ნაკვეთები, რომლებზეც 5,781 მ² ფართობის შენობა-ნაგებობებია განთავსებული, საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცა.

დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კმ²-მდე ფართობს მოიცავს, რაც ქალაქ ბათუმის ტერიტორიას უტოლდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი