თბილისის მერიამ აშშ-ს სანქცირებული ირანული კომპანიისგან თეთრი ქვები შეიძინა 

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა აშშ-ს სანქცირებული ირანული კომპანიისგან შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ ენმ-ს წევრები, ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე ავრცელებენ.

ფეისბუქ - ლაივის დროს, ხაბეიშვილი და ნადირაძე კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს შენობასთან იმყოფებოდნენ, სადაც დედაქალაქის მერია გზაგამყოფ ზოლზე, თეთრ ქვებს ყრის.

გაირკვა, რომ სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონებით არის შეძენილი მასალა კომპანიისგან, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორს სანქციების ჩამონათვალში, პირველ ნომრად ჰყავს შეყვანილი.

საუბარია კომპანია Arvand Petrochemical Company-ზე. 

კახა კალაძემ და სახელმწიფომ უნდა გაგვცეს პასუხი, როგორ მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ს სანქცირებული კომპანია და რატომ გადავიხადეთ ფული - ამბობს ხაბეიშვილი

ვინ და რატომ დაუწესა ზემოხსენებულ კომპანიას სანქციები - ნახეთ აქ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი