განსხვავებული შობა - კათოლიკური ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს

გამოქვეყნდა:

დღეს, 25 დეკემბერს, ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტეშობას აღნიშნავს. საქართველოს ევანგელისტურ- ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის განმარტებით, მან მრევლს ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, თუმცა, კონფესიების წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. მათი განმარტაებით, მმართველმა გუნდმა კორონავირუსის პანდემიის გამოწვეული აკრძალვების დაწესების დროს არ გაითვალისწინა კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიის მრევლი და შობის ღამეს გაადაგილების შეზღუდვები არ მოხსნა.

"რომც ყოფილიყო ისეთივე ღია, როგორც აპირებენ 7 იანვარის ღამეს, ჩვენი მსახურება მაინც დახურული იქნებოდა. არანაირად არ ამცირებს იმ უხერხულობას, როგორც ჟღერს ჩვენი ხელისუფლების განცხადება ამ განსხვავებულ მიდგომებთან დაკავშირებით, რომ ღია იქნება შობა ღამეს იმიტომ, რომ მოქალაქეების უმრავლესობა ამ კონკრეტულ დღეს ზეიმობს შობას და უფრო ნაკლები რაოდენობის რაკი ხართ მოდი, თქვენ საშვებზე იზრუნეთ. ეს მიდგომა იყო ძალიან უხერხული და კიდევ ერთხელ იმედის გამაცრუებელი", - თქვა რუსუდან გოცირიძემ 

შეგახსენებთ, რომ მაია ცქიტიშვილის თქმით, კათოლიკური შობის ღამეს მრევლს ტაძარში მისასვლელად საშვის აღება მოუწევდათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი