მართლმადიდებლურ შობის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება, კათოლიკურზე - არა

გამოქვეყნდა:

მაია ცქიტიშვილის თქმით, კათოლიკური შობის ღამეს მრევლს ტაძარში მისასვლელად საშვის აღება მოუწევს. 

"ჩვენ კათოლიკური შობის ფარგლებში ვთხოვთ კონფენსიებსაც, რომ მიაწოდონ თავისივე მრევლის სია სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთჯერად საშვს ამ ადამიანებისთვის, რათა თავის რელიგიურ მსახურებაში მიიღონ მონაწილეობა... აქ არაფერი უჩვეულო არ არის... მასიურად მთელი საქართველო არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას. ნუ შევქმნით სპეკულაციას და პრობლემას, სადაც ის არ არსებობს", - თქვა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება, რომლითაც მართლმადიდებლური შობის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა იხსნება, ძალაშია - ანუ კომენდანტის საათი, 31 დეკემბრისა და 7 იანვრის "გამონაკლისით", ძალაში რჩება, შესაბამისად არავისთვის იქნება საშვი საჭირო, განსხვავებით 25 დეკემბრისგან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი