რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებს ერთი კანდიდატი არალეგიტიმურად მიიჩნევს – ჩანიშნულია სხდომა

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირში გამგეობის რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით,  სხდომაზე 30 დეკემბერს ჩანიშნულ საარჩევნო ყრილობაზე იმსჯელებენ. 

სხდომამდე რაგბის კავშირს განცხადებით მიმართა პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, რომელიც პრეზიდენტის არჩევნებს, მის თარიღს და ლოკაციას არალეგიტიმურად მიიჩნევდა: "აღნიშნულ ლოკაციაზე ყრილობის ჩატარება შეიცავს რისკს ნამდვილ წევრებზე/დელეგატებზე ზეწოლის განხორციელებისა" – ნათქვამია ბაჩო ხურჩიძის განცხადებაში.

სხდომა კლუბ "ლელოში" გაიმართება და მას რაგბის კავშირის პრეზიდენტობის სამი კანდიდატი დაესწრება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი