რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატი, ბაჩო ხურჩიძე, საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ითხოვს. ხურჩიძის ამ მოთხოვნის საფუძველზე დღეს რაგბის კავშირში სხდომა იმართება, შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის დანარჩენი ორი კანდიდატი თვლის, რომ დაუშვებელია ერთი პირის მოთხოვნის საფუძველზე პრეზიდენტის არჩევნები გადაიდოს, შესაბამისად ისინი არც იმ სხდომას ეთანხმებიან, რომელიც დღეს ბაჩო ხურჩიძის მოთხოვნის საფუძველზე, არჩევნების გადადების განსახილველად იმართება.
"სასწრაფოდ უნდა დამთავრდეს ეს მარაზმი და წესრიგი უნდა დამყარდეს აქ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიშალოს, ჩაშლა ვის აწყობს, ვისაც არ უნდა განვითარება, ვისაც ჭირდება გარანტია მოგებისთვის, ბაჩო ხურჩიძე აგებს არჩევნებს და ეს მას უნდა, რატომ თამაშობს მის ჭკუაზე სხვები მე ვერ გავიგე, არასდროს ასე არ გამომიყენებია რაღაც ბერკეტები მანიპულირებისთვის" – ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი გოჩა სვანიძე
"წესით გამგეობა აქ არ უნდა ინიშნებოდეს, რომელიც უნდოდათ ჩუმად ჩაეტარებინათ, რაც არის სამარცხვინო, ურთიერთგამომრიცხავ, რადიკალურად განსხვავებულ განცხადების საფუძველზე, ხდება დღეს გამგეობის ჩანიშნვა, სპორტის სამინისტრომ თხოვნით მოგვმართა რომ წერილის საფუძველზე ჩანიშნულიყო გამგეობა და განხილულიყო ეს საკითხი, ვინ დგას მის უკან"– ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე
ვეტერანი მორაგბეები ამბობენ, რომ კატეგორიულად დაუშვებელია გადაიდოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები, რადგან ეს ქართულ რაგბს ცუდ შედეგებამდე მიიყვანს.
"ძალიან ცუდ მდგომარეობამდე შეიძლება ამან მიიყვანოს ქართული რაგბი, აქ არა ვიღაცის, არამედ ქვეყნის და სპორტის სახეობის ინტერესებზეა საუბარი "– ამბობს ვეტერანი რაგბისტი რატი ურუშაძე
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 დეკემბერსაა ჩანიშნული.