რუსული რუბლები, ან ქეში - ირანული კომპანიის ანგარიშზე საქართველოდან თანხა კანონიერად ვერ გადაირიცხებოდა

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენი სერგო ჯავახაძე ამბობს, რომ სანქციების გამო, კომპანიაში საქართველოდან ფული ვერ გადაირიცხებოდა და ის ირანში 2 გზით - ან ნაღდი ანგარიშსწორებით, ან რუსეთიდან, რუბლებით უნდა მოხვედრილიყო. ორივე შემთხვევაში, ბიზნესმენის თქმით, ადგილია აქვს კანონდარღვევას და საქმე გამოსაძიებელია.

ორი ვარიანტია ამ ფულის მოხვედრის - ან სახელმწიფოში უნდა განაღდდეს ეს ფული, შეისყიდოს დოლარი და ამ პანდემიის პერიოდში ეს მილიონობით დოლარი გავიდეს ქვეყნიდან და ფიზიკურად ჩაუტანონ ადამიანს, ან რუსეთში წაღება და მერე რუბლზე კონვერტაცია და რუბლით გადარიცხვა - ამბობს სერგო ჯავახაძე 

ეს ტომრები იყიდება ყველგან, შეგიძლიათ თქვენ თვთონაც იყიდოთ - ასეთია "გრინსერვისი" ხელმძღვანელის, ლაშა ფრცვანიძის განმარტება . ფურცხვანიძე ამბობს, რომ მასალა ქართულია და ირანთან კავშირი არ აქვს, თუმცა ფურცხვანიძეს არ აქვს დამადასტურებელი დოკუმენტი - არა მაქვს ეს დოკუმენტი და არც მჭირდება არაფერში - ამბობს ფურცხვანიძე. მისივე თქმით ქვა კომპანია "როიალ სთოუნის" წარმოებისაა.

ოპოზიცია კი ქვების ქართული წარმომავლობის დასამტკიცებლად, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენას ითხოვს. დედაქალაქის მერი ამ დრომდე დუმს - საიდან მოხვდა, აშშ-ს სანქცირებული ირანული კომპანიის ანგარიშზე 3 მილიონი.

თბილისის მერიამ აშშ-ს სანქცირებული ირანული კომპანიისგან თეთრი ქვები შეიძინა 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი