შერკინება და ახალი პრეზიდენტის არჩევნების მოლოდინი ქართული რაგბის სამყაროში

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირის ყოფილი და პრეზიდენტობის მოქმედი კანდიდატი გამგეობის წევრი გოჩა სვანიძე გამგეობის სხდომაზე 40 წუთის შემდეგ დაუშვეს. ლელო სარასენსის ბაზა დღეს ყველასათვის მოულოდნელად რაგბის კლავშირის გამგეობის სხდომის ადგილად იქცა, მიმდებარე ტერიტორიას კი საპატრულო პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავდა.

შეფასებებში კატეგორიულები იყვნენ ვეტერანი მორაგბეები. დარმწუნებულები იყვნენ, რომ  არჩევნების გადადება ბაჩო ხურციძესა და მისი ლობისტებს სურდათ. მორაგბეები ამბობდნენ, რომ თუ არჩევნებს გააჭიანურებდნენ, ვითარება  უმართავი გახდებოდა.

გამგეობის სხდომა დაახლოებით ორმოც წუთს გაგრძელდა და ის  მთავარ კითხვაზე პასუგაუცემლად დასრულდა, გამგეობამ გადაწყვიტა, რომ სიტუაციის დაძაბვის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გამოსავალია კვირას, 27 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბონ და საბოლოო გადაწყვეტილებაც უკვე კავშირის ოფისში მიიღონ.

რას ნიშნავს რაგბის კავშირში  დაძაბულობა რამაზ ხარატიშვილმა საკუთარ თავზე გამოსცადა, საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მიიჩნევსდ, რომ 27 დეკემბერს დანიშნული გამგეობის სხდომაც ატარებს რისკს და გამგეობის წევრებს არჩევნების გადადების საშუალება არ უნდა მისცენ. 

კავშირის არჩევნები პირველად 24 თებერვალს ჩაიშალა, მაშინ  მიზეზად ქვორუმის არარსებობა დასახელდა, თუმცა არცევნებს წინ დაპირისპირებაც უძღოდა და დელეგატებზე ზეწოლის არაერთმა ფაქტმაც გაიჟღერა, აირჩევს თუ არა კავშირი ახალ პრეზიდენტს 2020 წელს, 27 დეკემბერს გამგეობის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი