ფოთის პორტი პარალიზებულია - მოქალაქეები ამბობენ, რომ ტერმინალში კორუფციაა გამეფებული

გამოქვეყნდა:

ფოთის პორტი პარალიზებულია. ხალხი ვინც ავტომანქანების ჩამოყვანას თვეები ელოდება, კუთვნილი ტვირთის გამოტანას, კვირების განმავლობაში ვერ ახერხებს. მოქალაქეები ამბობენ რომ ტერმინალში კორუფციაა და კონტეინერს დროულად მხოლოდ ქრთამის გადახდის შემთხვევაში გადმოტვირთავენ.

აშშ-ს მოქალაქე კუთვნილ ავტომობილის განბაჟებას პორტის გადატვირთულობის გამო 50 დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა, თუმცა ადმინისტრაციამ საბოლოოდ მას ტვირთის დაყოვნების ფული დამატებით გადაახდევინა. 

ფოთის პორტში ნებისმიერი ტვირთის ჩამოსვლიდან 30 დღის განმავლობაში მოქალაქე დამატებით მოსაკრებელს არ იხდის, თუმცა ამ ვადებში პორტის ადმინისტრაცია კონტეინერები დაცლას ვერ ასწრებს და ხალხი ხშირად ავტომობილებს ორი თვე ელოდება. იმის მიუხედავად რომ აქ პორტის მენეჯმენტის ბრალეულობა იკვეთება, ტვირთების მოლოდინის ფულს მაინც ხალხს ახდევინებენ. 

"მთავარი" გადამზიდავ კომპანიას, "ატლანტიკ ექსპრეს ჯორჯიას" დაუკავშირდა და ამერიკის მოქალაქის პრობლემის შესახებ კითხა. კომაპნიის დირექტორმა საბაჟოსკენ გადაგვამისამართა და გვითხრა რომ სახელმწიფო ორგანო ნაკადს ვერ აუდის და შეფერხება ამის გამო იქმნება. 

ამერიკის მოქალაქეს, რომელსაც დამატებითი გადასახადი თაღლითური გზით გაახდევინეს, ჩივის და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. ბრალს არც ერთი მხარე არ აღიარებს და საბაჟო ხელს გადამზიდავი კომპანიისკენ იშვერს, გადამზადავი კომპანია კი ყველაფერს საბაჟოს აბრალებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი