ხმაურია ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე - გარემოვაჭრეები დახლების გახსნას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ხმაურია ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოვაჭრეები გარეთ დახლების გახსნას და ვაჭრობის უფლებას ითხოვდნენ. ადგილზე მისულმა მერიის წარმომადგენლებმა კი მათ დახლები დაუშალეს და უთხრეს, რომ თუ ვაჭრობას დაიწყებდნენ დაჯარიმდებოდნენ. 

"ჩვენ რა ვქნათ, სად წავიდეთ, ვალით ვიყიდე 300 ლარის საქონელი და ის ვალი რითი გავისტუმრო, ახალი წელი რითი გავითენო? მოლებმა გაინაღდონ თავისი, გაყიდონ საქონელი, აიღონ მილიონები და ჩვენ დავრჩით 20-20 თეთრის ამარა", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიას ახალ წლამდე 4 დღით ადრე მუშაობის უფლებას სთხოვენ.

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი