გორის სამოქალაქო აქტივისტები ერთპარტიული პარლამენტის იმ წევრებს, რომელთაც სჯერათ, რომ ქვეყანაში არავინ შიმშილობს, რეგიონში ჩასვლას ურჩევენ.
აქტივისტმა, ანა ბალიაშვილმა, ლადო კახაძეს დაურეკა. შეგახსენებთ, რომ კახაძეს მინისტრთა კაბინეტის მოსმენისას დააინტერესდა "ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა არსებობს თუ არა". ახლა მისი კომენტარი საკითხზე ასეთია:
"შიმშილობს ნამდივლად ბევრი... როცა საქართველოში შიმშილით სიკვდილზე ლაპარაკობთ, მთელს საქართველოს აყენებთ შეურაცხყოფას. ანგაჟირებულ ჟურნალისტებს უნდოდათ იმის დამკვიდრება, რომ საქართველო გულქვა ქვეყანაა", - თქვა კახაძემ.
"რაც უნდა ჟურნალისტებს გადააბრალოს ბატონმა ლადო კახაძემ, მისი განცხადებით სათქმელი უკვე ნათქვამია. მე ახლაც ვთავაზობ ბატონ ლადოს, წამომყვეს და ვაჩვენებ პირადად ვინ შიმშილობს ჩვენს რეგიონში", - ამბობს ბალიაშვილი.
ცნობისთვის, რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები უამრავი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს. პრობლემაა უინტერნეტობაც, რის გამოც მოსწავლეები სკოლიდან გამოსვლას აპირებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, შიდა ქართლში 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველია.