მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ლომბარდების პირისპირ დარჩენილი მოქალაქეები

გამოქვეყნდა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ლომბარდების პირისპირ დარჩენილი მოქალაქეები, რომლებმაც შემოსავალი უკვე დაკარგეს და ახლა ავოტომობილების დაკარგვის საფრთხის წინაშეც დგანან.

სალიზინგო კომპანიის მომხმარებლები, დღეს იძულებულები გახდნენ "მოგოს" ოფისთან შეკრებილიყვნენ და ეკონომიკური კრიზისის დროს დარიცხული ჯარიმები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის გამო დაშალა. 

იმის გამო რომ ხალხი აღებულ სესხს ვეღარ იხდის, კომპანიას მფლობელთა ნაწილმა ლიზინგით გამოყვანლი მანქანა საკუთარი სურვილით დაუბრუნა, მეორე ნაწილს კი ჩამოართვეს. სალიზინგო კომპანია მოგომ მოსახლოებას სესხის გადავადებაზე უარი უთხრა. უფრო მეტიც, ასობით ადამიანს ჯარიმა 20 ლარის ოდენობით ყოველდღიურად ერიცხება. 

კორონაკრიზისის გამო, უმუშევრად დარჩენილ ხალხს იმდენი ჯარიმა დაეკისრათ, რომ ხშირად მათი ოდენობა გადასახდელ პროცენტსაც კი აჭარბებს.  მოქალაქეებმა კომპანიასთან მოლაპარაკება ეკონომიკური კრიზისი დაწყებისთანავე სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მათ გადახდას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილის ჩამორთმევით ემუქრებიან. 

მოქალაქეები,რომელსაც სალიზინგო კომპანიებთან სასესხო ვალდებულებები აქვთ, გაჭირვებამ დღეს ქუჩაში  გამოიყვანა. ისინი კომპანია "მოგოს" ოფისთან შეიკრიბნენ.  კომპანიაში კითხვაზე - მოხდება თუ არა ვალდებულების გადავადება, პასუხი არ აქვთ.

ხალხი, ვინც თვითდასაქმებული იყო და უმუშევარი დარჩა გამოუვალ მდგომარეობაშია. სოციალურ ქსელში უკვე შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ხელს 500-ი მოქალაქე აწერს. ისინი პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და სესხების გადავადებაში დახმარებას სთხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი