სიკვდილი კი არა, თუ ოდესმე დაბერდებოდა, ესეც ვერ წარმომედგინა - საზოგადოება ჯულიეტა ვაშაყმაძეს ემშვიდობება

გამოქვეყნდა:

ეპოქა დასრულდა - ასე ემშვიდობება საზოგადოება ლეგენდარულ ქართველ ტელევარსკვლავს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს.

ეპოქა ქალი იყო ჯულიეტა, ლეგენდა - წერს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

თითქოს ჩვენი ბავშვობის და ჟურნალისტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქა დასრულდა - ნანუკა ჟორჟოლიანი.

ლეგენდა სახელად ჯულიეტა არ მომკვდარა, ლეგენდა მარადიულია - წერს ჟურნალისტი თეა ადეიშვილი 

არ დამავიწყდება მისი ეს საქციელი-როცა კაშკაშა ტელევარსკვლავი დამწყებ ჟურნალისტ გოგოსთან მოვიდა და შემაგულიანა-" მე შენი გულშემატკივარი ვარო"... - წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და პირველ შეხედრას იხსენებს.

არასოდეს ყოფილა მხოლოდ დიქტორი და იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, ვინც ახალი დროების და ტელევიზიის მოთხოვნებს აუღო ალღო - dაწერა ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ  

სიკვდილი კი არა, თუ ოდესმე დაბერდებოდა, ესეც ვერ წარმომედგინა – რაც ბავშვობიდან მახსოვს, ის იყო სულ - ირინა სარიშვილი.

 

"ჯულიეტა ვაშაყმაძე ჩემი თაობისთვის და ისევე როგორც რამდენიმე სხვა თაობისთვის დახვეწილობის და სილამაზის სიმბოლო. დიდწილად ის იყო საქართველოს პასუხი იტალიური ნეორეალისტური 
კლასიკური შავთეთრი ფილმების ვარსკვლავებზე.
ვუსამძიმრებ Giorgi Gabunia-ს და ჯულიეტა ვაშაყმაძის ყველა თაყვანისმცემელს" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ის იყო გამორჩეული სახე როგორც სატელევიზიო ეკრანზე, ისე კინოში - თბილისის მერი, კახა კალაძე.

ჯულიეტა - ნამდვილი ტელევარსკვლავი
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი