ახალ წელს ქვეყნის მოსახლეობა დენის გაძვირებული ტარიფით შეხვდება. რამდენი თეთრით გაძვირდება ელექტროენერგია დაზუსტებით უცნობია, თუმცა ფასის მატებას ენერგო პრო ოფიციალურად ადასტურებს.

ეკონომიკური სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ მარეგულირებელი სამი წლის განმავლობაში ცდილობდა არსებული ტარიფის შენარჩუნებას, თუმცა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, მითუმეტეს, რომ არჩევნები დასრულდა და მოხდა ის, რაც ეკონომისტების თქმით, მოსალოდნელი იყო.

მათივე თქმით, დენის გაძვირება მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას განსაკუთრებით ახლა, როცა პანდემიის გამო ადამიანები შემოსავლების გარეშე დარჩნენ. ეკონომისტები ამბობენ, რომ სწორედ ასეთი მძიმე მდგომარეობა უნდა შეემსუბუქებინა ადამიანებისთვის იმ მილიარდებს, რომელიც ქვეყანამ დახმარების სახით მიიღო და ხელისუფლებამ გაფლანგა:  

როდესაც პანდემიის პერიოდში დახმარების გარეშეა დატოვებული 10 000 -მდე ადამიანი, ნიშნავს რომ ქვეყანაში გაჩნდება ოჯახები, რომლებიც ვეღარ გადაიხდიან გადასახადს, შესაბამისად სახლში აღარ ექნებათ დენი. სწორედ ამიტომ მოგვცა დონორმა ორგანიზაციებმა 10 მილიარდი რომ სოციალური პოლიტიკით გადაგვერჩინა ადამიანები, ამის მაგივრად მივიღეთ გაფლანგული მილიარდები და გაზრდილი სიაღარიბე- ამბობს ირაკლი ყიფიანი.

მარგულირებლები დამოუკიდებლები არ არიან ამ ქვეყანაში, პოლიტიკური წნეხი მათზე იყო, რომ არ მომხდარიყო ტარიფის გაზრდა, მაგრამ ამას, რომ ვერ ავცდებოდით ფაქტი იყო და მოხდა კიდეც. მძიმე დარტყმა იქნება ბიზნესისთვის და ხალხისთვისაც. პასუხისმგებლობა აკისრია ქართულ ოცნებას და მის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას - ამბობს გიგა ბედინეიშვილი

"ენერგო-პრო ჯორჯია" ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის მიზეზად კომპანიის ხარჯების "დრამატულად ზრდას" და მძიმე ფინანსურ კრიზისს ასახელებს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი