რამდენით მოიმატებს ელექტროენერგიის ტარიფი - სემეკის სხდომა დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

მოასახლეობისთვის ელექტროენერგია ძვირდება, ზუსტად რამდენით მოიმატებს დენის გადასახადი ეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) დღევანდელ, 29 დეკემბრის სხდომაზე გახდება ცნობილი.

ენერგეტიკის მარეგულიერებლ კომისიაში სამომხმარებლო ტარიფის მატებასთან დაკავშირებით "თელასის“ და
"ენერგო-პრო-ჯორჯიას'' განცხადებები განიხილება. ენერგო კომპანიები დიდი ხანია ითხოვენ ტარიფის მატებას, თუმცა ამ წლის ბოლომდე ხელშეკრულება ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. სემეკის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე "ენერგო-პრო-ჯორჯიამ'' უკვე განაცხადა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია.

"გარკვეული ტიპის ზეწოლა ტარიფზე სხვადასხვა ფაქტორებისა არის, თუმცა კონკრეტულ ციფრს მაინც ვერ ვიტყვით, იქიდან გამოდინარე, რომ ეს მრავალკომპოენტიანი ტარიფია. ელექტრო ენერგიის ტარიფების დადგენა ხდება როგორც თბილისისთვის ასევე რეგიონებისთვის, რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფებს ის დგინდება თბილისის, მცხეთის და რუსთავის ტერიტორიაზე", - თქვა სემეკის თანვმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ახალი ტარიფი ძალაში პირველი იანვრიდან შევა.

სემეკი დღეს, ასევე, განიხილავს წყლის გადასახადის შესახებ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და "რუსთავის წყალის“ მიმართვებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი