
100 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მმართველ გუნდთან დაახლოებული კომპანიებისთვის - შპს "გზამ'' - რომლის დირექტორმა და მისმა პარტნიორმა 240 ათასი ლარი უკვე შესწირეს "ქართულ ოცნებას" და სალომე ზურაბიშვილს - მხოლოდ მიმდინარე წელს მძიმე ეპიდვითარების პირობებში 35 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო.
"ფლანგვის დეტექტორმა" დაადგინა, რომ კომპანიამ, დაახლოებით, 50 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ორგანიზაციაში გარკვეულ ეჭვებს აჩენს ის გარემოება, რომ კომპანიის ხელმძღვანელები მმართველი გუნდისა და პრეზიდენტის შემომწირველები არიან.