ღატაკი მოსახლეობის ახალი წელი - თბილისი და რეგიონები

გამოქვეყნდა:

2020 წელს მოსახლეობა უკიდურესი სიღარიბის ფონზე აცილებს. ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ლარის კურსის ფაქტობრივად ყოველდღიურმა გაუფასურებამ ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ფონი შექმნა. მოსახლეობა პროდუქტების ფასების მკვეთრ ზრდაზე საუბრობს.

მომატებული ფასების გამო შესაძლოა ისინი 2021 წელს საახალწლო სუფრის გარეშე შეხვდნენ. 

ხელისუფლების მხრიდან მიტოვებულ მოქალაქეებს ნეგატიური მოლოდინები აქვთ და თვლიან რომ მმართველმა პარტიამ ისინი უკიდურესი სიღარიბისთვის კიდევ ერთხელ გაიმეტა. 

კიდევ უფრო დიდ სიღარიბეში არიან რეგიონებში. გორის მოსახლეობა თვლის რომ ხელისუფლებისგან მიტოვებულებმა კიდევ ოთხი წელი უნდა იცხოვრონ, თუმცა როგორ მოახერხებენ მინიმალური შემოსავლებით არსებობას, პასუხი არ აქვთ.

პენსიონერების უმრავლესობა პენსიას გორშიც განახევრებულს იღებს, ნაწილს კი პენსიას ამ ახალ წლებზე წინასწარ არ აძლევენ, შესაბამისად ხნიერი ადამიანები ახალ წელს თითქმის ცარიელი მაგიდით შეხვდება.

ახალ წელს მდიდარი პარლამენტარებისგან განსხვავებით ღარიბულად ხვდება სამეგრელო. - ადამიანები რომლებიც, ყოველთვის მზად არიან სტუმარს გაუმასპინძლდნენ დღეს თავის გატანაც უჭირთ. 

2020 არაკომპეტენტურობის წელია - ასე აფასებს გასულ წელს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი და თვლის რომ არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე მიიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი