კრიტიკულ მედიაზე ფინანსური ზეწოლის ბერკეტი - ტელეკომპანიები მარეგულირებლის მხრიდან "უხამსობის კონტროლის" მცდელობას ეხმიანებიან

გამოქვეყნდა:

ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, დიდი ხანია, ხელისუფლების ნების უსიტყვო შემსრულებელ უწყებად იქცა.

დამოუკიდებელი ტელეკომპანიები აპროტესტებენ ბექაურის უწყების მიერ 7 დეკემბერს გაგზავნილ წერილს, სადაც ის ტელეკომპანიებს უხამსობის გავრცელებაში ადანაშაულებს. ტელეკომპანიების წარმომადგენლები კახა ბექაურს ერთობლივი წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, დარჩეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რადგან მსგავსი საკითხები ტელეკომპანიების მხრიდან ჯერ შიდა რეგულაციას ექვემდებარება, ხოლო მეორე ეტაპზე, სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

ეს არის დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე ზეწოლის მცდელობა, მათი ფინანსური მოხრჩობის მიზნით, რადგან უხამსობის განსაზღვრება არ შედის მარეგულირებლის კომპეტენციაში, კარგა ხანია, არსებობს კანონი და ეს კანონი მოქმედებს, ამის გარდა, ტელეკომპანიებში არსებობს შიდა რეგულაციები, რომელიც განსაზღვრავს განხილვის გზით სწორედ იმას, რასაც მარეგულირებელი იღებს თავის თავზე, - აცხადებენ ტელეკომპანიების წარმომადგენლები.  

შეგახსენებთ, ბექაურის უწყება დღეს, საგანგებოდ ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს "ქაართული ოცნების" საჩივარს, რომელიც ირაკლი კობახიძემ შეიტანა და რომლითაც მმართველი პარტია "მთავარი არხის" მიერ არჩევნები2020-ზე უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფაზე უარს აპროტესტებს. 

"მთავარი არხის" მიმართ სანქციები  ირაკლი კობახიძემ დააანონსამან მარეგულირებლის მხრიდან ჯარიმის სავარაუდო დაკისრება არ იკმარა და "მთავარი არხის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს.

ირაკლი კობახიძემ უკვე დაასახელა ის თანხა, რასაც კომპენსაციის სახით სამართლოზე მოითხოვს "ქართული ოცნება", ეს, სავარაუდოდ, 200.000 ლარი იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი