ქართული ოცნება "მთავარ არხს" უჩივის. მიზეზი არჩევნების მეორე ტურის წინ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვით, მთავარმა არხმა უარი თქვა უფასო წინასაარჩევნო რეკლამაზე და ამით საკუთარი კონსტიტუციური უფლება გამოიყენა - პროტესტი დააფიქსირა გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ.

ქართული ოცნებისთვის კი ეს პროტესტი მორგი მიზეზი აღმოჩნდა რომ, მისი მართული ბექაურის მარეგულირებლის ხელით, მორიგი სანქცია გამოიყენოს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

"ქართული ოცნების" საჩივარს, რომელიც კომუნიკაციების კომისიაში 18 დეკემბერს შევიდა, ხელს პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე აწერს.

სხდომა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 31 დეკემბრს, დღის 12 საათზე ჩაინიშნა. მოსალოდნელია, რომ ბექაური კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, კიდევ ერთ ფინანსურ სანქციას გამოიყენებს.

ცესკოს ან/და "ქართული ოცნების" არც ერთი საარჩევნო რეკლამა "მთავარის" ეთერში არ გავა - ნიკა გვარამია
 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი