სოფელი ახალი წლის გარეშე - ათამდე ოჯახს წლებია დენი, წყალი და გაზი არ აქვს

გამოქვეყნდა:

ქვის ხანაში ჩარჩენილი სოფელი 21-ე საუკუნეში. დასახლებას, სადაც ათამდე ოჯახი ცხოვრებს წლებია არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. უსახელოდ დარჩენილ სოფელში ვითარება არც ახალ წელს შეცვლილა. მრავალშვილიანი ოჯახები 2021 წელს ისევ სანთლის შუქზე შეხვდნენ.

კირთაძეების ჩაბნელებულ სახლში ვერც საახალწლო ნაძვის ხეს ნახავთ და ვერც სადღესასწაულო სუფრას. ოჯახის პატარა წევრები თოვლის ბაბუას წელსაც გასული წლების მსგავსად უშედეგოდ ელოდნენ. თავის გატანას მცირე სოციალური შემწეობით ახერხებენ, თანხა საკვებზე, წამლებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე უნდა იმყოფინონ.

კირთაძეების მეზობლად ნატო კულუმბეგაშვილი ცხოვრობს, ასაკოვან ქალს არავინ ჰყავს გარდა ორი ძაღლისა. ამ ახალ წელსაც მათთან ერთად შეხვდა და პენსიით ნაყიდი საკვები უწილადა. ის ცხინვალიდან დევნილია, თუმცა, დევნილებისთვის განკუთვნილი ბინა ვერ მიიღო, მიზეზით "ეს ნაციონალიაო".

 სოფელი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ, ამ ოჯახებს დაპირებებსაც უხვად აძლევენ და შემდეგ ტრადიციულად ივიწყებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი