ხვალიდან სავაჭრო ცენტრები კვლავ იხურება და უცნობია, როდემდე

გამოქვეყნდა:

ხვალიდან რეგულაციების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, სავაჭრო ისევ ცენტრები იხურება, ისე როგორც ეს 24 დეკემბრამდე იყო. 

მოსახლეობის ნაწილისთვის ეს მისაღებია, ნაწილი კი ფიქრობს, რომ პირბადეების გამოყენებით შესაძებელია მოლების მუშაობა გაგრძელდეს. 

თავად სავაჭრო ცენტრების წარმომამდგენლები ამბობენ, რომ ისინი ყველა რეგულაციას იცავდნენ და ფუქნციორების შეწყვეტა ყველანაირი შემოსვლის შეჩერებას ნიშნავს. 

შეგახსენებთ, საახალწლო დღეებში სავაჭრო ცენტრები დილის 7-დან საღამოს 7-მდე მუშაობდნენ. ხოლო 20 კვმ-ზე 1 ადამიანის დაშვება იყო შესაძლებელი. 

მუშაობას კვლავაც განაგრძობს სასურსათო მარკეტები და აფთიაქები. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი