სავაჭრო მოლები იხსნება - 20 კვმ–ზე მხოლოდ 1 ადამიანი დაიშვება - მთავრობის გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე გაიხსნება სავაჭრო ცენტრები. მოლებისგან განსხვავებით ბაზრობებს არ ეძლევათ ფუნქციონირების საშუალება. 

სავაჭრო მოლები კი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით შემდეგი პირობით იმუშავებენ:

  • იმუშავებს დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
  • მომხმრებლების ნაკადები მაღაზიებში დაიშვება შეზღუდულად, მხოლოდ 1 ადამიანი 20 კვ.მ.–ზე
  • ფასდაკლებები დასაშვებია მხოლოდ დილის საათებში ან ონლაინ
  • არ იმუშავებს გასახდელები
  • დასაშვები იქნება პროდუქციის დაბრუნება–გაცვლა 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება. ამის შესახებ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა თქვა. 

ასევე, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 24 დეკემბრიდან არ აღდგება

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი