ქუთაისში, ხის საამქრო იწვის

გამოქვეყნდა:

ძლიერი ხანძარია ქუთაისში. ცეცხლი ამჯერად ხის საამქროს გაუჩნდა. თაბუკაშვილის ქუჩაზე ამ დროისათვის სახანძრო სამაშველო სამსახურის 7 ეკიპაჟია მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.

შეგახსენებთ, მთელი დღეა სახანძრო სამაშველო სამსახური დღეს ძლიერ ცეცხლს სამეგრელო-ზემო სვანეთში ეგრძვის, სადაც ჰექტრობით ბალახი იწვის.

დღის  ბოლოს საგანგებომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ხანძრის 40 კერიდან 28 უკვე ლიკვიდირებულია.

მათივე ინფორმაციით, სამეგრელოს გარდა, ეკალბარდი იწვის იმერეთსა და გურიაში. იმერეთში, სოფელ მაღლაკსა და ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ, ხოლო გურიაში - სოფელ ლესასთან, ნაგომართან და გაგურთან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი