საგარეო ვალი ლარის დევალვაციასთან ერთად იზრდება. ახალი წლიდან ის კიდევ უფრო კოლოსალური გახდება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც მოიქცა არაპროფესიონალურად,
არაკომპეტენტურად და საკითხს არასერიოზულად მიუდგა, რაც იწვევს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას.
"ქართულმა ოცნებამ" დაანგრია საქართველოს ეკონომიკა, მათ ხელში გარბიან ინვესტორები და არავინა რ შემოდის იმისთვის,რომ ინვესტიცია ჩადოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ისინი გადასულები არიან ვალის აღებაზე, კიდევ და კიდევ უფრო დიდ ტვირთს ჰკიდებენ ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს", - ამბობს "ენმ"-ის პოლიტსაბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი
"ამორალური ამბავია, რომ ჩვენ დღეს ვჭამთ ჩვენი შვილების მომავალს, ჩვენმა შვილებმა უნდა გადაიხადონ ეს ვალები და ამას ვჭამთ იმიტომ, რომ ამ ფულით, რომელიც ვალების სახით შემოაქვთ მთავრობა ასუბსიდირებს დენს, ფქვილის, რომ დღეს ადამიანებმა არ იგრძნონ რამდენად რთული სიტუაციაა და ვერ მიხვდნენ, რომ სინამდვილეში მათი შვილების მომავალს ჭამენ", - ამბობს "გირჩი-მეტი თავისულებას" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე
მმართველ გუნდში კი ყველა კრიზისს კორონაპანდემიით ხსნიან.
"მზიანი ყველაფრის ამის არის ის, რომ ჩვენ, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ იმ პოზიციას, რა მდგომარეობაც გვქონდა ეკონომიკური თვალსაზრისით პანდემიის დაწყების დროს. ეს ბიუჯეტი ამაზე არის ორიენტირებული და ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული", - ამბობს, "ოცნების" წევრი, გიორგი კახიანი
თუ კი ეს პროგნოზები შესრულდება, რაც ჯერჯერობით ჩადებული აქვს ბიუჯეტში საქართველოს მთავრობას, ეს ვალი 32 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. რაც ნიშნავს, რომ ეს ციფრი მთლიანი შიდა პროდუქტი 60%-ს გადასცდება.