წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძრის ოთხი ახალი კერა გაჩნდა

გამოქვეყნდა:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძრის ოთხი ახალი კერა გაჩნდა. ცეცხლი ბალახის საფარსა და ბუჩქებს სოფელ ჩუნეშში, მაღლაკში, ზარათსა და რიონში უკიდია - მათგან ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია სოფელ ჩუნეშში.

ჯამში ცეცხლი 50 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. წყალტუბოს მერის ინფორმაციით, ყველა ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, თუმცა ცეცხლის ქრობას ხელს ქარი უშლის. მისი თქმით, ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის დასავლეთში მომრავლდა მინდვრის ხანძარი -  ცეცხლი ეკალ-ბარდსა და მინდორს უკიდია. 

ბოლო მონაცემები კერებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი