"შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენი სამზადისი არ სცდილდება დადგენილ საზომს და არც ვარღვევთ მას" - ამბობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი. მისი გადაწყვეტილებით, პანდემიის ფონზე საშობაო ალილოც შეცვლილი ფორმით, ახალი წესებით და მრევლის გარეშე ჩატარდება. მეუფის განმარტებით, მსვლელობაში მონაწილეობას მხოლოდ სასულიერო პირები და სტიქაროსნები მიიღებენ.
"რეგულაციები ძალაშია, ადგილზე მონიშვნებია, მრევლი პირბადით მოდის მსახურების დროს, იცავენ ერთმანეთთან დისტანციას. ღამის 12:00 საათზე დავიწყებთ სადღესასწაულო მსახურებას, პურის კურთხევას, ცისკარს- ჟამობასა და წირვას. ალბათ, ვინც მოვა ტაძარში ყველას ექნება ზიარებაზე კურთხევა. სანამ დაიწყება მსახურება, ზიარებამდე ჩაუტარდებათ ტესტირება მრევლის წევრებსაც თუ მათ ექნებათ ამისი სურვილი, ასევე სტიქაროსნებს, ხოლო სასულიერო პირებს ყველას აქვს ლოცვა - კურთხევა ტესტის გაკეთების, მათი პირადი გადაწყვეტილებით ისინი ამას შეასრულებენ", - თქვა მეუფე დავითმა.
მისივე განცხადებით, ალილოზე მეტწილად იქნებიან სასულიერო პირები და მათი დამხამრე სტიქაროსენბი, მცირე გუნდით, რომლებიც ოჯახებთან მივლენ, მაგრამ "დიდხანს დაყოვნება და საუბარი არ იქნება. მოგროვილი ნობათი გადაეცემათ სოციალურად დაუცველებს".
ალავერდის ეპარქიაში მზადება უკვე დაწყებულა, სასულიერო პირები კი ამ დროისთვისაც იტესტებიან.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, წლევანდელი შობას ტრადიციული ალილოს გარეშე ჩაივლის. დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მსვლელობის ნაცვლად სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.
ავტორი: ია გულიაშვილი.