
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3001 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3074 ლარი იყო.
ევროს კურსი კი 4.0713 ლარია. დღეისთვის კი 1 ევრო 4.0625 ლარი ღირდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
შეგახსენებთ, სებ-მა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.