იმერეთში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. ცეცხლი ხმელ ფოთლებსა და ტყის ქვედა საფარს რვა მუნიციპალიტეტში ეკიდა.
სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები იყვნენ ჩართულები, რომელთა ძალისხმევითაც ყველა კერა ჩამქრალია.
ამ დროისთვის იმერეთში აქტიური ხანძარი არსად არ ფიქსირდება.
დღეს, 7 იანვრის დილის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბიტ ხანძრის სულ 9 კერა იყო, რომელთა ჩასაქრობადაც აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.