ოკუპირებულ გაგრაში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან - ახალი კერები ბზიფის მიდამოებში გაჩნდა; ცეცხლი ასევე გავრცელებულია ახალი ათონის მიდამოებშიც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიასთან გასამკლავებლად დასახლებაში სახანძროს ორი ეკიპაჟი გაგზავნეს; მძიმე ვითარების მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი ისევ უარს ეუბნება დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლებას.
ცნობისთვის, წუხელ ხანძარმა გაგრაში დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწია.
"ვიცით, რომ ნათესავან არიან გახიზნულები, რადგან ცეცხლის სახლზე გადადების საშიშროება იყო. ვერაფრის აღება მოახერხეს, ვერც ვუკავშირდებით, კომუნიკაცია შეწყდა", - ამბობს გაგრაში მაცხოვრებლის ახლობელი.
"ხელისუფლებამ მოინდომოს, დერეფანი გახსნას და დაეხმაროს ხალხს. ჯოჯოხეთგამოვლილი ხალხი უპატრონოდ მიაგდეს, დღე და ღამე არ უნდა ეძინოთ და რამე მოიფიქრონ", - თქვა ერთერთმა ახლობელმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილმა გამოუცხადა.