თეოლოგთა ნაწილი მიტროპოლიტი იონეს მიმართ საეკლესიო სასამართლოს დანიშვნას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის მიმართ საეკლესიო სასამართლოს დანიშვნას მოითხოვს. ეკლესიის ისტორიის სპეციალისტები ამბობენ რომ მეუფე იოანეს შეურაცხმყოფელი განცხადება მათ მიმართ რეაგირების გარეშე არ დარჩება.

მეუფე იოანემ თეოლოგების ალტერნატიურ საშობაო ეპისტოლეში მოყვანილი საკითხები ეკლესიის მტრულ და მოღალატეობრივ პოზიციად წარმოაჩინა. თეოლოგები უახლოეს დღეებში წმინდა სინოდს ოფიციალურდ მიმართავენ და მოითხოვენ რომ ქუტაის-გაენათის ეპისკოპოსმა ბრალდებებზე მტკიცებულები წარმოადგინოს, თუკი მსგავს მტკიცებულებებს მღვდელმთავარი ვერ წარმოადგენს მის განკვეთას მოითხოვენ.

"მეუფე იოანე გამრეკელი არის ყველაზე საშიში მიტროპოლიტი საქართველოს ეკლესიაში, თავისი რუსოფილური გამოხტომებით, რომელიც ჩვენ გვახსოვს ზაფხულში მის პროურუსულ განცხადებაში და ანტიქართულ გამოხტომებში. ასევე ის, ადრეულ წლებშიც გარკვეულ მხარდაჭერას გამოხატავდა ამ პროურუსული ძალების მიმართ, მეუფე იონაზე რა შეიძლება ითქვას, ის არის ანტისემიტი, ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს რუსულ გავლენებს საქართველოს ეკლესიაში, ებრძვის ევროპულ აზროვენაბს", - თქვა თეოლოგმა, გოჩა ბარნოვმა.

მისი თქმით, მეუფეს განცხადებას რეაგირების გარეშე არ დატოვებენ. მისი თქმით, შეუძლია დამტკიცება, რომ საქართველოს ეკლესიის მტრები სონოდის წევრების დიდი ნაწილია. 

"თეოლოგთა სპექტრმა, პრაქტიკულად პროტესტი გამოხატა მეუფე იოანეს არამართლზომიერი, არაეთიკური და მავნებლური განცხადების წინააღმდეგ. ჩვენ ვითხოვთ სასჯელის უმკაცრეს ზომას, მის განკვეთას და სინოდის მოწვევას სადაც მის მიერ გაჟრერებული ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი ბრალდებები იქნება წარმოდგენილი, რამაც ჩვენი დისკრედიტაცია მოახდინა", - ამბობს თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი.

მეუფე იოანეს განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მღვდელმთავარმა, მეუფე პეტრემ, რომელმაც თქვა, რომ არ აქვს იმედი, რომ სინოდში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მეუფე იოანეს ქადაგებას ადეკვატურ პასუხს გასცემენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი