ხანძრების მეორე კვირა ოკუპირებულ აფხაზეთში - მოსკოვის დაპირებული ვერტმფრენი არ ჩანს

გამოქვეყნდა:

მეორე კვირაა, ოკუპირებული აფხაზეთი სტიქიური უბედურების ზონაა, მოსკოვის მიერ დაპირებული ვერტმფრენი კი ამ დრომდე არ ჩანს. 

დე ფაქტო ხელისუფლება რეალურ სურათს ისევ მალავს, ამავე დროს უარს ამბობს თბილისის დახმარებაზე. ერთადერთი იმედი ადგილობრივებისთვის წვიმაა, რომელსაც სოხუმში დღეს ელოდებიან. 

ხანძრის კერების ლოკალიზება ისევ ვერ ხერხდება გაგრასთან, სადაც უნიკალური წიწვოვანი ტყე იწვია. ხანძარმა უკვე ჩააღწია დასახლებულ პუნქტებამდე, ცეცხლი რესტორან "გაგრის" შემოგარენშია. 

"ვერტმფრენი ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ ელოდებიან, თუმცა, უკვე გაგრაში გროვდება მოსახლეობა, მოხალისეების ჯგუფები ყალიბდება, რომლებიც დაეხმარებიან მეხანძრეებს, რომელთა რიცხი აქ ძალიან მცირეა. ამავე დროს, არ მგონია, ერთმა ვერტმფრენმა რამე შეცვალოს რეალურად, იმედია, გაწვიმდება", - ამბობს ადგილობრივი "მთავართან".

მოსახლეობის ნაწილს ოკუპირებულ აფხაზეთში არ მიეწოდება ელექტროენერგია, რისი მიზეზიც "ფსოუ-220" მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიაა. ამავე დროს, "ჩერნომორენერგო" ავარიას ხანძრებს აბრალებს, სოხუმის საგანგებო ხანძრების მიზეზად მოკლე ჩართვას ასახელებს.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი