ტოჩინოშინიმ გამარჯვებით დაიწყო - მეოთხე მაეგაშირა დამარცხებულია

გამოქვეყნდა:

2021 წელი იღბლიანად დაიწყო ჩვენმა თანამემამამულე სუმოისტმა, იაპონიაში მყოფმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინიმ. მან სუპერტურნირი ტოკიოში გამარჯვებით გახსნა. ლევანი მონღოლ ტამავაშის დაუპირისპირდა.

ტამავაში, ისევე, როგორც ტოჩინოშინი, მეოთხე მეაგაშირაა.

ტოჩინოშინიმ საკმაოდ სწრაფად შეძლო ტამავაშის გაყვანა დოჰიოს მიღმა.

ხვალ, 11 იანვარს ტოჩინოშინი ოკინოუმს შეხვდება, რომელიც მეხუთე მეაგაშირა გახლავთ. 

შეგახსენებთ, ტოჩინოშინის მეტსახელი შედგენილია კასუგანოს სკოლის ტრადიციული პირველი თავსართისგან — „ტოჩი“ და „შინი“ (გული).

აქვე გეტყვით, რომ 2018 წლის მაისში ლევან გორგაძე ოძეკის ტიტულის მფგლობელი გახდა. ტოჩინოშინი საქართველოს ღისების ორდრნის კავალერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი