ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
დავით ხახალეიშვილი 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ქართველი ძიუდოისტის გამარჯვების აღსანიშნავად, ოლიმპიურ თამაშებზე პირველად აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა და აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები