ვაჟა მარგველაშვილმა დოჰას ძიუდოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გამოქვეყნდა:

დოჰაში, ძიუდოს წლის პირველი მასტერსის ტურნირი დაიწყო – შეჯიბრების პირველ დღეს ქართველი ძიუდოისტებიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილმა შეძლო.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მარგველაშვილმა, მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში დამატებით დროში მოლდოველი დენის ვიერუ დაამარცხა. 

საწყის ეტაპზე, ტურნიზე მარგველაშვილმა რუსი და ეგვიპტელი სპორტსმენებიც დაამარცხა. მეოთხედ ფინალი ისრაელის წარმომადგენელთან წააგო. ასევე სძლია ყაზაღ მოწინააღმდეგეს.

დღეს 73 კილოგრამამდე კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს, ხოლო 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი