რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, იმერეთში დაიტბორა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებიც.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ბაშში, სადაც წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში შევარდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალმა მათი სათბურები გაანადგურა, მათი თქმით ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევთ.
ხარაგაული, სამტრედია, წყალტუბო – დატბორილი სახლები და ბედის ანაბარა დარჩენილი მოსახლეობა.
დღეს, სტიქიას ებრძვიან შიდა ქართლშიც – სურამულამ სათბურები წალეკა, სახლები კი დატბორა.