2021 წლის პირველი ოქროს მედლის მფლობელი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი გახდა

გამოქვეყნდა:

2021 წლის პირველი ოქროს მედლის მფლობელი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი გახდა.

კატარის მასტერსის ტურნირის 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალში გასული გრიგალაშვილი ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს შეხვდა.

ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი მტკივნეული ილეთით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ფინალამდე გრიგალაშვილმა უნგრელი, იტალიელი, რუსი და სამხრეთ კორეელი ძიუდოისტები დაამარცხა.

ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს, ჩვენი ნაკრებიდან 90 კილოგრამ წონაში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური, 100 კილოგრამ წონაში ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო მძიმეში გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი იასპარეზებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი